პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

2824
19 მარტი 11:42
20
საქართველოს მთავრობის წევრები ემშვიდობებიან პატრიარქს. ფოტო: საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის წევრები ემშვიდობებიან პატრიარქს. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


საქართველოს პატრიარქის პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ