დავითიანნში 12 მარტს დეკანოზ შალვა ჯაჯანიძესთან გაიმართება დიალოგი
შეხვედრის თემა იქნება „ზიარების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში“.
12 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება დიალოგი დეკანოზ შალვა ჯაჯანიძესთან, რომლის მთავარი თემა იქნება – „ზიარების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.“
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მოძღვართან ერთად ისაუბრებენ ზიარების არსსა და მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ქრისტიანის ცხოვრებაში ზიარება, ასევე როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ამ უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს მისაღებად.
დიალოგის დროს დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მამა შალვასგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და განიხილონ ზიარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე:
[https://forms.gle/fwaiUzFvVMSmGkRn7](https://forms.gle/fwaiUzFvVMSmGkRn7)
ღონისძიება ყველა დაინტერესებული პირისთვის არის განკუთვნილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები გაიხსნა — „ერისიონისა“ და „ტუმორის“ გალაკონცერტით.