გარდაიცვალა ქუთათელ-განათელი მიტროპოლიტის ხორციელი შვილი

2824
02 მარტი 08:42
16
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარი ქუთაისში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარი ქუთაისში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

პანაშვიდი თბილისში 2 მარტს გაიმართება, დაკრძალვა კი 3 მარტს საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან შესრულდება.

ქუთაისისა და განათის ეპარქიის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ქუთათელ-განათელი მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) შვილი, ვახტანგი.

ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაიცვლა მეუფე იოანეს შვილი, მოსახსენიებელი პანაშვიდი 2 მარტს თბილისში, შალვა ნუცუბიძის №193-ში გაიმართება, სადაც სასულიერო პირები, ოჯახის წევრები, ახლობლები და მრევლი ვახტანგის სულს პატივს მიაგებს.

დაკრძალვის ცერემონია 3 მარტს შედგება. ვახტანგის გამოსვენება საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან 14:00 საათზე გაიმართება.

ქუთათელ-განათის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „გარდაიცვალა მეუფე იოანეს შვილი ვახტანგი.
პანაშვიდი 2 მარტს:თბილისი, შ.ნუცუბიძის #193.
დაკრძალვა 3 მარტს, გამოსვენება საბურთალოს წმ.ნინოს სახ. ტაძრიდან 14 საათზე.
უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი უკვდავი სული.”

მართლამდიდებელი ჟურნალისტთა კავშირის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს მიტროპოლიტ იოანეს.
,,სანატრელსა შინა დაძინებისასა, საუკუნო განსვენება მიმადლე უფალო, მონასა შენსა ვახტანგს.”

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია დიდმოწამე თეოდორე ტირონს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ