აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა
მეუფემ აკურთხა კელაპტარი, მრევლს დღესასწაული მიულოცა და მიგებების მნიშვნელობაზე ქადაგებით მიმართა.
2026 წლის 15თებერვალს, მიგებების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სადღესასწაულო მწუხრ-ცისკარი და საღვთო ლიტურგია კახეთში, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში აღასრულა.
საღვთო მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა აკურთხა კელაპტარი, რომელიც მიგებების დღესასწაულის მნიშვნელოვანი სიმბოლოა და ქრისტეს, როგორც სამყაროს ნათლის, გამოცხადებას უკავშირდება.
მიტროპოლიტმა დავითმა შეკრებილ მრევლს მიულოცა მიგებების საუფლო დღესასწაული და ქადაგებით მიმართა. ქადაგებაში მან ისაუბრა ამ დღის სულიერ მნიშვნელობაზე, მაცხოვრის ტაძრად მიყვანის მოვლენასა და ადამიანის ცხოვრებაში ღვთის ნათლის მიღების აუცილებლობაზე.
მიგებების დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის შობიდან მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანას და მართალი სვიმეონის მიერ მისი მიგებების მოვლენას უკავშირდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ზუგდიდში მირქმის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.