ზუგდიდში მირქმის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
პროექტ „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მირქმის სულიერი არსი განიხილეს.
2026 წლის 16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, საგანმანათლებლო პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში, ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკვირაო სკოლაში თემატური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მირქმის დღესასწაულის მნიშვნელობა იყო.
ღონისძიება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული სულიერი დატვირთვითა და შინაარსობრივი სიმდიდრით. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა სულიერი განათლების გაღრმავება და ეკლესიური ცხოვრების მნიშვნელობის უკეთ გააზრება, განსაკუთრებით კი მირქმის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მირქმის დღესასწაულის სულიერი არსის წარმოჩენა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს თემატური გამოსვლები, რომლებიც გამოირჩეოდა გულმოდგინე მომზადებით, სიღრმისეული გააზრებითა და თემისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ეკლესიური ცნობიერების ამაღლებასა და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებაში.
შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე აკობია, რომელმაც მონაწილეებს მირქმის დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და მისი როლი ქრისტიანულ ცხოვრებაში განუმარტა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ტყიბულის სოფელ კურსებში მორჩილი გაბრიელ გოგელაშვილი ბერად აღიკვეცა.