მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

16 თებერვალი 13:04
162
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) . ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) . ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

2026 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა.

სადღესასწაულო მსახურებას მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთობლივი ლოცვით აღნიშნეს უფლის მირქმის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც მაცხოვრის იერუსალიმის ტაძარში მიყვანას და მართალი სვიმეონის მიერ მისი მიღების მოვლენას უკავშირდება.

ღვთისმსახურების დასასრულს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა შეკრებილ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა. მან ისაუბრა მირქმის სულიერ მნიშვნელობაზე, უფლის მოლოდინისა და რწმენის ძალაზე, და მოუწოდა მრევლს, ცხოვრების გზაზე ყოველთვის უფლის იმედითა და სიყვარულით იარონ.

ქადაგების ბოლოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და დალოცა, უსურვა მათ სულიერი სიმტკიცე, მშვიდობა და ღვთის წყალობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ