მირქმა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული

15 თებერვალი 09:56
360
მირქმა მირქმა

ქრისტიანული დღესასწაული, უკავშირდება ჩვილი იესოს იერუსალიმის ტაძარში მიყვანას, აღინიშნება შობის მეორმოცე დღეს.

იუდეველთა სჯულის მიხედვით ებრაელებს ევალებოდათ ყოველი პირველშობილი ღმერთისთვის შეეწირათ და დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა იესო ქრისტე მარიამმა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ. ამის გამო მას ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. სვიმეონმა იხილა ქრისტე და ჩაიკრა გულში.

იგი VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, 14 თებერვალი მიცვალებულთა საერთო ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ