უძღების შვილის შაბათი რენეში – მიცვალებულთა ხსენება და სადღესასწაულო მსახურებები
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით ქალაქ რენეში დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს ლოცვებს, საღმრთო ლიტურგიასა და პარაკლისს.
უძღების შვილის შაბათი რენეში – მიცვალებულთა ხსენება და სადღესასწაულო მსახურებები.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით ქალაქ რენეში დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს ლოცვებს, საღმრთო ლიტურგიასა და პარაკლისს
უძღების შვილის (ხორციელის) შაბათთან დაკავშირებით, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ რენეში გაიმართება სადღესასწაულო და მოსახსენებელი მსახურებები. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ როგორც საღმრთო ლიტურგიაში, ასევე მიცვალებულთა ხსენების პარაკლისში.
მსახურებები დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს შემდეგი განრიგით:
13 თებერვალი, პარასკევი – 17:00 საათზე – ლოცვა;
14 თებერვალი, შაბათი – 10:00 საათზე – საღმრთო ლიტურგია;
14 თებერვალი, შაბათი – 15:00 საათზე – პარაკლისი და საკურთხის კურთხევა.
შაბათს ასევე აღინიშნება მიცვალებულთა ხსენება, რომლის დროსაც ეკლესია განსაკუთრებული ლოცვით იხსენიებს გარდაცვლილთა სულებს.
ამ დღეს წმიდა ეკლესია მოიხსენიებს: მოწამეს ტრიფონ ნიკეელს (250); მოწამეებს – პერპეტუას, სატირას, რევოკატს, სატორნილესს, სეკუნდს და ფილიციტატასს (202–203); ღირს პეტრე გალატიელს (429); ღირს ბენდიმიანე ბითვინიელ მეუდაბნოეს (512); ახალმოწამე ანასტასი ნავპლიოსელს (1655).
მსახურებები ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
16 Rue Sergent Guihard, 35000 Rennes.
სამრევლო გულითადად იწვევს მორწმუნეებს საერთო ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ქუთაისში სამი დიდი მღვდელმთავრის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხეს.