ბურგენ-ბრესში წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში წირვა და მიცვალებულთა ლიტურგია გაიმართება

12 თებერვალი 17:24
207
მიცვალებულთა მოხსენიება დიდ მარხვაში. ფოტო: საილუსტრაციო ფოტო მიცვალებულთა მოხსენიება დიდ მარხვაში. ფოტო: საილუსტრაციო ფოტო

მსახურებას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს, წირვის შემდეგ პანაშვიდი და ტრაპეზი გაიმართება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, შაბათს, 14 თებერვალს, საფრანგეთში, ქალაქ ბურგენ-ბრესის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში საღვთო ლიტურგია აღესრულება.

წირვას აღასრულებს იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა). ამავე დღეს დაგეგმილია მიცვალებულთა ხსენება. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა ეფრემი გადაიხდის პანაშვიდს, სადაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ილოცონ თავიანთი ახლობლებისა და განსვენებულთა სულების მოსახსენებლად.

მსურველებს შეუძლიათ მოამზადონ საკურთხი. მსახურების დასრულების შემდეგ სამრევლოში ასევე გაიმართება ტრაპეზი, რაც მრევლს ერთობლივი თანაზიარებისა და ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.

წირვა დაიწყება დილის 10:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
11 Rue Lalande, 01000 Bourg-en-Bresse, France.

სამრევლო მრევლსა და თანამემამულეებს მოუწოდებს, დაესწრონ საღვთო მსახურებას და მონაწილეობა მიიღონ მიცვალებულთა მოსახსენებელ ლოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მოლდოვაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით მორწმუნეებს ეკლესიაში შესვლა აუკრძალეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ