სოფელ დირბში წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი აკურთხეს

10 თებერვალი 15:09
171
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ტაძარი მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა და წინამძღვრად დეკანოზი ალექსი ხათაშვილი დაინიშნა.

2026 წლის 10 თებერვალს, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) სოფელ დირბში წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა.

საზეიმო ღვთისმსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე იობმა ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ალექსი (ხათაშვილი) დანიშნა და მას სამწყსოზე ზრუნვა და სულიერი მსახურება დაულოცა.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის აღდგენა მნიშვნელოვანი მოვლენაა სოფელ დირბის სულიერი ცხოვრებისთვის და იგი ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისთვის ლოცვისა და ერთობის ცენტრად იქცევა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ბოლნელ მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე მიულოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ