ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გირგოლს მფარველი წმინდანის დღე მიულოცეს
7 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიებმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გირგოლს (ბერბიჭაშვილი) მფარველი წმინდანის — წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე მიულოცეს.
7 თებერვალს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველს — ერთ-ერთ უდიდეს მამას ეკლესიის ისტორიაში, რომელსაც წმიდა იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა. იგი 329 წელს კაბადოკიაში, კეთილმსახურ და განათლებულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები, გრიგოლი და ნონა, მრავალი წლის განმავლობაში უშვილონი იყვნენ და უფალს აღუთქვეს, რომ ნაბოძებ შვილს ღმერთს შესწირავდნენ.
ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლი გამორჩეული იყო სულიერი გულმოდგინებითა და ცოდნისადმი სიყვარულით. მან განათლება ალექსანდრიასა და ათენში მიიღო, სადაც წმიდა ბასილი დიდთან მეგობრობამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მის ცხოვრებაში. მათი სულიერი ერთობა თავად გრიგოლ ნაზიანზელმა „ერთი სული ორ სხეულში“ უწოდა.
მღვდლად კურთხევის შემდეგ წმიდა გრიგოლი აქტიურად იღვწოდა ეკლესიის სამსახურში, ხოლო კონსტანტინეპოლში წარმოთქმული მისი ხუთი საღვთისმეტყველო სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა არიოზის ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში და მართლმადიდებლური სწავლების განმტკიცებაში. 380 წელს იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, თუმცა წმიდანმა მალევე განმარტოებული ცხოვრება არჩია და მშობლიურ მამულში დაბრუნდა, სადაც 390 წელს მშვიდობით აღესრულა.
მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ეპარქიების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მიტროპოლიტ გირგოლს ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გამოუცხადეს, უსურვეს სულიერი სიმტკიცე, ჯანმრთელობა და ნაყოფიერი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის ხსენების დღეა.