ლიონში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში წირვა ჩატარდება
7 თებერვალს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ლიონის ქართულ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღესრულება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ ლიონში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში შაბათს, 7 თებერვალს, საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყება.
ლიტურგიას იღუმენი ეფრემ (ჯილოხავა) აღასრულებს. ღვთისმსახურებაზე დასწრება შეუძლიათ ლიონისა და მიმდებარე ქალაქებში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეებს.
მისამართი:
77 Cours Eugénie, Lyon 69003
ინფორმაციას Facebook გვერდი ,,წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარი საფრანგეთში” ავრცელებს.
მანამდე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის კათოლიკური ეკლესია რომში ფრესკის რესტავრაციის საქმეს იძიებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09