ლიონში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში წირვა ჩატარდება

2824
04 თებერვალი 22:30
17
წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში. ფოტო: წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში. ფოტო: წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში

7 თებერვალს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ლიონის ქართულ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ ლიონში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში შაბათს, 7 თებერვალს, საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ლიტურგიას იღუმენი ეფრემ (ჯილოხავა) აღასრულებს. ღვთისმსახურებაზე დასწრება შეუძლიათ ლიონისა და მიმდებარე ქალაქებში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეებს.
მისამართი:
77 Cours Eugénie, Lyon 69003

ინფორმაციას Facebook გვერდი ,,წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარი საფრანგეთში” ავრცელებს.

მანამდე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის კათოლიკური ეკლესია რომში ფრესკის რესტავრაციის საქმეს იძიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ