2 თებერვალი ღირსი ექვთიმე დიდის ხსენების დღეა

2824
02 თებერვალი 14:58
38
ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს უდაბნოს დიდ მოღვაწეს, ლავრების დამაარსებელსა და მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველს.

2 თებერვალს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსი ექვთიმე დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ექვთიმე გამორჩეული ასკეტური ცხოვრებით, უდაბნოში მოღვაწეობითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების ურყევი აღსარებით იქცა ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მამად.

ღირსი ექვთიმე მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების – პავლესა და დიონისიას ოჯახში დაიბადა. მშობლების მხურვალე ლოცვის პასუხად მოვლენილი შვილი მათ ღმერთს შესწირეს. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა სიბრძნით, სიწმინდითა და ღვთისმოყვარეობით. ბერად აღკვეცისა და მღვდლად კურთხევის შემდეგ მან უდაბნოს ცხოვრება აირჩია და ლოცვითა და მარხვით ღმერთს სათნო მოღვაწეობას შეუდგა.

წმიდა ექვთიმემ ფარანის უდაბნოში და სხვა ადგილებში არაერთი მონასტერი და ლავრა დააარსა, მრავალი სულიერი შვილი აღზარდა და ქრისტეს სჯულზე არაერთი წარმართი მოაქცია. იგი ცნობილია მრავალრიცხოვანი სასწაულებით, სნეულთა და ეშმაკეულთა განკურნებით, ასევე ერესებთან ბრძოლითა და მართლმადიდებლური სწავლების განმტკიცებით.

ასკეტური ცხოვრების სიმკაცრისა და სარწმუნოების ერთგულებისათვის ეკლესიამ მას „დიდი“ უწოდა. წმიდანმა 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო მისი წმიდა ხსოვნა საუკუნეების განმავლობაში განამტკიცებს მორწმუნეთა სარწმუნოებას.

ღირსი ექვთიმე დიდის მაგალითი დღესაც გვასწავლის სიმდაბლეს, მორჩილებას, სიყვარულსა და ღმერთზე სრულად მინდობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ