ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სადღესასწაულო ქადაგება წმინდა ნინოს ხსენების დღეს

2824
28 იანვარი 10:59
12
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფემ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეზე, რწმენის დაცვასა და ქრისტიანული ცხოვრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

2026 წლის 27 იანვარს, წმინდა მოციქულთასწორი ნინო ქართველთა განმანათლებლის ხსენების დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებით მიმართა მორწმუნეებს.

მეუფემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სამოციქულო ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა ეპარქიაში დაგეგმილია საიუბილეო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ქადაგებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს განსაკუთრებულ წილხვდომილობაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს მისიონერულ ღვაწლზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანობამ საქართველოში სახელმწიფოებრივი სტატუსი შეიძინა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ქრისტიანობა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია და საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ერის იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისივე თქმით, ქრისტიანული ღირებულებების დაცვა მხოლოდ ფორმალური განცხადებებით შეუძლებელია და ის მოითხოვს ეკლესიურ ცხოვრებას, ქრისტიანულ აზროვნებასა და პირად პასუხისმგებლობას.

მეუფემ მრევლს მოუწოდა, მოიმარაგონ „ზეთი“ კეთილი საქმეებით, ლოცვითა და სიყვარულით, რათა მათი სულიერი კანდელი ნათლად ენთოს და გზა გაუნათოს სასუფევლისკენ.

ქადაგების დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მორწმუნეები დალოცა და აღნიშნა:
„ჩვენთან არის ღმერთი, ჩვენთან არის წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი. მოვუფრთხილდეთ ჩვენს რწმენას, ჩვენს ქვეყანასა და ერს.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ