სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს
27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნა.
27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნა ქართველთა განმანათებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე — ნინოობის უდიდესი საეკლესიო დღესასწაული.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში 26 იანვარს, საღამოს ლოცვაზე, რომელიც 16:00 საათზე აღესრულა, წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს.
მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა 26 და 27 იანვარს, საღამოს 22:00 საათამდე ჰქონდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ნინოს ხსენების დღე საჩხერში სამღვდელმთავრო წირვა აღესრულა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.