პატრიარქი ილია II ჯუმბერ ჯანდიერს დაბადებიდან 90 წლისთავს ულოცავს

2824
26 იანვარი 20:15
10
ილია II სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იუბილარს შემოქმედებითი წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა.

25 იანვარს, 2026 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბატონ ჯუმბერ ჯანდიერს დაბადებიდან 90 წლისთავი მიულოცა.

პატრიარქის მისალოც წერილში აღნიშნულია:

,,ბატონ ჯუმბერ ჯანდიერის დაბადებიდან 90 წლისთავის გამო.

ბატონ ჯუმბერს გულითადად ვულოცავ საიუბილეო თარიღს.

ჩვენი დროის ცნობილ ხელოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, პოეტი, მხატვარი, მსახიობი... ასეთი მრავალმხრივი ნიჭითაა იგი დაჯილდოებული და, რაც მთავარია, სიკეთითა და თავმდაბლობითაა გამორჩეული.

ვუსურვებთ მას კვლავაც შემოქმედებით წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღვთის გზით სვლას.

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი.”

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ