27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

2824
26 იანვარი 15:23
18
სიონის ტაძარი. ფოტო: GTG სიონის ტაძარი. ფოტო: GTG

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარს 26 იანვარს საღამოს ლოცვაზე გამოაბრძანებენ.

27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველთა განმანათებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში 26 იანვარს, 16:00 საათზე აღსრულებულ საღამოს ლოცვაზე წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანებენ.

სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მრევლს 26 და 27 იანვარს, ღამის 22:00 საათამდე ექნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ