ქუთაისში დიაკონ ანასტასი ლაკვეხელიანს მღვდლად ხელი დაასხეს
მამა ანასტასის ხელი დაასხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ,აღსრულებული ხელდასხმა ბაგრატის საკათედრო ტაძარში შესრულდა.
25 იანვარს, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონ ანასტასი ლაკვეხელიანს მღვდლად ხელი დაასხა.
საღმრთო მსახურება ლოცვით და სულიერი სიხარულით აღესრულა, რომლის დროსაც ტაძარში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა ახალდასხმულ მღვდელს ერთხმად შესძახეს: „აქსიოს, აქსიოს, აქსიოს“.
მართლმადიდებელი ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ მამა ანასტასის მღვდლად კურთხევას და ვუსურვებთ მადლით სავსე, ნაყოფიერ და სულიერად წარმატებულ მსახურებას წმინდა ეკლესიისა და მრევლის სასიკეთოდ. ,,აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა.