კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა

2824
17 იანვარი 17:49
25
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.

ეს დღესასწაული იმ მიზეზით დაწესდა, რომ ყოველი მოციქულის თანასწორობა გაცხადებულიყო და მათ მიმდევართ შორის უთანხმოებაც აღკვეთილიყო.
ეს ადამიანები, არაფრის მქონენი, ერთგვარად, უფლის წინამორბედებად იქცეოდნენ ხოლმე და იმ მიწის მკვიდრთ განამზადებდნენ, სადაც ქრისტე ქადაგებდა.
სამოცდაათი მოციქული სრულყოფილებას და რაოდენობას განასახიერებდა: - 7 სრულყოფილებას აღნიშნავდა, ათი კი - ოდენობას.

შემდგომში მათ სხვა მოწაფენიც შეუერთდნენ, წუთისოფელი დაუტევეს და ქრისტეს გაჰყვნენ.
სულიწმინდის გარდამოსვლის და მოციქულთა ღვთის სიტყვის საქადაგებლად განბნევის შემდგომ ქრისტეს სხვა მოწაფენიც გამოჩნდნენ, რომელთაგან ზოგი უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებას ვერც მოესწრო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ექვთიმე ღვთისკაცი - გზა მიწიერიდან ზეციურ განძამდე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ