საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

2824
17 იანვარი 12:19
12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104 წლის იუბილეზე მიწვეული სასულიერო პირები. ფოტო: ღია წყარო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104 წლის იუბილეზე მიწვეული სასულიერო პირები. ფოტო: ღია წყარო

ღონისძიებაზე მიწვევით იმყოფებოდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

2026 წლის 16 იანვარს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის და ამავე უნივერსიტეტის, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოების, მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104 წლის იუბილეზე, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლად მოწყობილ სკვერში, გამორჩეული ქართველი მეცნიერის გიორგი ნიკოლაძის ძეგლი გაიხსნა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსების თარიღი მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს – უნივერსიტეტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, თითოეულ თანამშრომელს. ასევე, ვულოცავ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ამ კედლებში მიღებული განათლებით, საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროსაც კი, წარუშლელი კვალი დატოვეს და მაღალი პროფესიონალიზმით ასახელეს ჩვენი ქვეყანა.

ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც უკვე მეორე ასწლეულში შეაბიჯა, დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სასწავლებელია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის პირველი ნომერი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ