ქუთაისში ტრადიციული გალობის საღამო „ქრისტე იშვა... მადლი მახარებელსაო...“ გაიმართა
ღონისძიება ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული გალობის სტუდია „სიხარულის“ მონაწილეობით ჩატარდა.
2026 წლის 13 იანვარს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ საღამო სახელწოდებით — „ქრისტე იშვა... მადლი მახარებელსაო...“.
საღამოზე წარმოდგენილი იყო შობის თემატიკაზე შექმნილი ქართული საეკლესიო საგალობლები, რომლებმაც მსმენელს სულიერი ზეიმისა და ქრისტეს შობის სიხარულის განცდა გაუზიარეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ტრადიციული გალობის სიღრმე და მისი განსაკუთრებული ადგილი ეკლესიურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, სტუდენტები და მრევლის წარმომადგენლები, რომლებმაც გულთბილად დააფასეს გალობის სტუდია „სიხარულის“ შემოქმედებითი ღვაწლი და შრომა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის დღესასწაულები ღამისთევითი ლიტურგიით აღინიშნა.