ხატისოფელში წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი იკურთხა
ტაძრის კურთხევა და საზეიმო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღასრულა.
ღვთის მადლითა და შეწევნით, 2026 წლის 10 იანვარს, დილის 09:00 საათზე, ხატისოფელში წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი იკურთხა. ტაძრის კურთხევა და საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ეპარქიის სასულიერო პირების თანხლებით.
ტაძრის ქტიტორია კახი მაღრაძე, რომლის ღვაწლითა და მხარდაჭერით განხორციელდა წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა და კეთილმოწყობა.
წირვის დასასრულს ეპისკოპოსმა ეფრემმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დალოცა ისინი და მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე. ამასთან ერთად, მან მადლობა გადაუხადა ტაძრის ქტიტორს, კახი მაღრაძეს, გაწეული ღვაწლისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საეკლესიო მსახურებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და მრევლი.
მართლმადიდებლ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალი იოსებ დამწინდველი, დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი და იაკობ, ძმა უფლისა.