ზესტაფონში საკვირაო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აღასრულა

12 იანვარი 15:31
90
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის დასასრულს მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

2026 წლის 11 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები დაესწრნენ. წირვის დასასრულს მეუფე მელქისედეკმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ღვთისმსახურებაში მეუფეს თანამსახურებდნენ ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები.

მღვდელმთავარმა მორწმუნეებს მოუწოდა სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და უფლის მცნებათა ერთგულებისკენ, ასევე დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს მახვილი და ფარი ერეკლე II.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ