მსჯავრდადებულებმა შობის დღესასწაული პენიტენციურ დაწესებულებებში წირვა-ლოცვით აღნიშნეს

2824
10 იანვარი 11:13
19
მსჯავრდადებულებმა შობის დღესასწაული პენიტენციურ დაწესებულებებში წირვა-ლოცვით აღნიშნეს

მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულა. შობის დღესასწაული განსაკუთრებული სულიერი განწყობით აღნიშნეს მსჯავრდადებულებმა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართა ქსნის №15 პენიტენციურ დაწესებულებაშიც, სადაც წირვა-ლოცვა აღავლინეს დეკანოზმა ვიტალი ღვინიაშვილმა და მღვდელ-მონაზონმა გიორგიმ (მეფარიშვილი). სასულიერო პირებმა მსჯავრდადებულებს ქრისტეს შობა მიულოცეს, სულიერი სიტყვით მიმართეს და მშვიდობა, სინანული და სულიერი განმტკიცება უსურვეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ სტეფანეს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ