ქარელში ქრისტეს შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება
საზეიმო მსახურებას ქარელის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აღავლენს.
ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 2026 წლის 6 იანვარს, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აღასრულებს.
საზეიმო ღვთისმსახურება დაიწყება 23:00 საათზე. ტაძარში შეკრებილი მრევლი იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთობლივი ლოცვით შეხვდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტეშობის საზეიმო მსახურება სურამში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარდება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09