ქრისტეშობის საზეიმო მსახურება სურამში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარდება
სადღესასწაულო მსახურებას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღასრულებს.
ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 2026 წლის 6 იანვარს, 22:00 საათზე, სურამის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება. სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღასრულებს.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთობლივი ლოცვით აღნიშნონ მაცხოვრის შობის დღესასწაული და მონაწილეობა მიიღონ საეკლესიო საიდუმლოებებში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პრეზიდენტმა უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09