ყულიშკარის სკოლასა და ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერი 2025 15:01
261
ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (ახალაია). ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (ახალაია). ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, იღუმენი ექვთიმე (ახალაია) სასწავლო დაწესებულებებს ეწვია.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (ახალაია), ყულიშკარის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, სადაც შესრულდა საშობაო სიმღერები და საგალობლები. იღუმენმა ექვთიმემ დალოცა დამსწრე საზოგადოება — მოსწავლე-ახალგაზრდობა, პედაგოგები და მშობლები, მიულოცა კარს მომდგარი ახალი 2026 წელი და დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა მშვიდობა, სულიერი სიხარული და წარმატებები.

ღონისძიების დასასრულს, მეუფის კურთხევით, იღუმენმა ექვთიმემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ 3 წლის იუბილე აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ