სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ 3 წლის იუბილე აღინიშნა

30 დეკემბერი 2025 11:08
171
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება. ფოტო: David Patsatsia / დავით ფაცაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება. ფოტო: David Patsatsia / დავით ფაცაცია

ღონისძიებაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაძლიერება, სამშვიდობო პოლიტიკა და ახალგაზრდების როლი განიხილეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის – „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ დაარსებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობასა და დიალოგის პროცესში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე. ასევე შეჯამდა აფხაზური ცენტრის მიერ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

საიუბილეო ღონისძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა წიგნის – „ალექსანდრე შერვაშიძე“ პრეზენტაცია, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ღონისძიებაზე მადლობა გამოითქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზური ცენტრის მიმართ იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების განმტკიცების გზაზე ახორციელებენ. აღინიშნა, რომ აღნიშნულ ინიციატივებს ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც აფხაზეთიდან დევნილი პირები, ისე ენგურს მიღმა მცხოვრები ადამიანები.

გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაერთიანების პროცესზე, რომელიც სულიერ სიმტკიცეს, საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევას, ნდობას, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ხაზგასმით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი, რომელმაც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი შექმნა.

ღონისძიების დასასრულს გამოითქვა რწმენა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაძლიერებას და უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ერთმანეთისთვის მადლობის თქმა უკვე გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა და დიაკვნის კურთხევა შესრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ