ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა და დიაკვნის კურთხევა შესრულდა

29 დეკემბერი 2025 14:00
126
საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში მედავითნე ბონდო შულაია დიაკვნად აკურთხა.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა. მსახურება აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, ზედაეწერის დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნე ბონდო შულაია დიაკვნად იქნა ხელდასხმული და სახელად ბართლომე ეწოდა.

წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დალოცა დამსწრე საზოგადოება და მიულოცა დამდეგი დღესასწაულები.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ლოცვით ევედრება უფალს, წმინდა მოციქულ ბართლომეს მეოხებით, აკურთხოს და გაახაროს ახალხელდასხმული დიაკონი ბართლომე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურში „ახალი ბანას“ მომღერალთა გუნდის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ