8 წელი გავიდა მისი უწმინდესობის მიერ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევიდან

24 ნოემბერი 2025 08:19
108
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

2017 წლის 23 ნოემბერს მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ აირჩია.

8 წლის წინ უწმინდესობამ ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის წინ საკუთარი ბრძანება წაუკითხა სამღვდელოებასა და მორწმუნე მრევლს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ულოცავს მიტროპოლიტ შიოს ამ დიდი პატივის მინიჭებიდან რვა წლისთავს და უსურვებს მას ღვთის შეწევნას, წმინდა დიდმოწამე გიორგის მეოხებასა და მფარველობას მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის სამსახურში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ