სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 12 წელი აღინიშნა
საზეიმო მსახურება დაიწყო დილის 10:00 საათზე.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში ეპისკოპოს სვიმეონის თავმჯდომარეობით გაიმართ
2025 წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღინიშნა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში.
საზეიმო მსახურება დაიწყო დილის 10:00 საათზე და მას მრევლი, სასულიერო პირები და ეპარქიის სხვადასხვა ტაძრების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა ეპარქიის ჩამოყალიბებისა და მისი მრავაწლიანი სულიერი საქმიანობისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ბრეთის მონასტერი აკურთხა.