ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ბრეთის მონასტერი აკურთხა
2025 წლის 8 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი და მისი წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაადგინა.
2025 წლის 8 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის კურთხევის წესი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მრევლი. მეუფე იობმა აღავლინა მადლობის ლოცვა და ისაუბრა მონასტრის მნიშვნელობაზე საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი ახალი სავანე უფლისადმი მსახურებისა და ადამიანთა სულების აღზრდის ადგილი უნდა იყოს.
მონასტრის წინამძღვრად მიტროპოლიტმა იობმა არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაადგინა, რომელსაც მოუწოდა პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ემსახუროს საძმოსა და მომლოცველებს.
ახალად ნაკურთხი ბრეთის მონასტერი უახლოეს მომავალში მიიღებს პირველ ბერ-მოწაფეებს და დაიწყებს სრულყოფილ საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 ნოემბერი წმიდა ნეოფიტე ურბნისელის ხსენების დღეა.