1 ნოემბერს "კოლხეთის ღვთისმშობლის" ხატის დღესასწაული აღინიშნება

2824
01 ნოემბერი 2025 11:33
16
კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი. ფოტო:ფოთისა და ხობის ეპარქია კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი. ფოტო:ფოთისა და ხობის ეპარქია

სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.

ღვთისმსახურება, ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში დაიწყო დილის 09 : 00 საათზე ცისკრის ლოცვებით, რის შემდეგაც შესრულდა სადღესასწაულო ლიტურგია.

„ჰოი, ყოვლადწმიდაო კოლხეთისა ღვთისმშობელო,

მეოხ და მფარველ და მეგზურ გვექმენ ყოველთა,

რომელნი შენ გესავთ, და რომელნი შემდგომად ღმრთისა

შენდა მოვივლტვით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, ამინ!"

ეპარქიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ამ დღეს "კოლხეთის ღვთისმშობელს" მოსალოცად ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწე მონაზვნები.

შესაბამისად, ეპარქიის სამრევლოებს აქვთ კურთხევა, რომ ამ დღეს ცენტრალურ საკათედრო ტაძარში (იქ, სადაც დაბრძანებულია სიწმიდე) ყველამ ერთად აღვნიშნოთ ეს დიდებული დღე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა გრიგოლმა წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარში ლიტურგია აღასრულა.
 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ