„დიალოგები დავითიანნში“ – მამა შალვა კეკელიამ თაობა “Z”-ის სულიერ გამოწვევებზე ისაუბრა
30 ოქტომბერს, პროექტის „დიალოგები დავითიანნში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მამა შალვა კეკელიასთან. საუბრის თემად თაობა “Z” და მათი სულიერი გამოწვევები განისაზღვრა.
2025 წლის 30 ოქტომბერს „დავითიანნში“ გაიმართა მორიგი შეხვედრა პროექტის „დიალოგები დავითიანნში“ ფარგლებში. საღამოს სტუმარი იყო მამა შალვა კეკელია, რომელმაც ისაუბრა თანამედროვე ახალგაზრდობის — თაობა “Z”-ის — სულიერ გამოწვევებსა და სარწმუნოებრივი ცხოვრების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში.
მამა შალვამ მსმენელებს გაუზიარა თავისი ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეკლესიამ და მშობლებმა ახალგაზრდებთან სწორი კომუნიკაცია დაამყარონ, რათა მათ შეინარჩუნონ სულიერი ბალანსი და ზნეობრივი ღირებულებები ცვალებად ეპოქაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიალოგები დავითიანნში“ ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, „დავითიანნში“ ტარდება შეხვედრები სხვადასხვა სასულიერო პირებთან, სადაც განიხილება თანამედროვე ადამიანის სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დაიწყო სასულიერო პირთა გადამზადების მეოთხე ეტაპი.