„გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ 22-ე საბაზისო კურსი დასრულდა
სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია კრწანისის რაიონში გაიმართა.
26 ოქტომბერს კრწანისის რაიონში, სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ თბილისის რეგიონის რიგით 22-ე საბაზისო კურსის დასრულების სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიება გახსნა ლეგიონის მეთაურმა, გიორგი რაზმაძემ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქათველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას გადასცა. დეკანოზმა რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან ერთად, მრავალ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ახალგაზრდების სამხედრო და სამოქალაქო განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.