ბოლნისში სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავი აღნიშნეს

2824
29 სექტემბერი 2025 19:44
83
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი. ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი. ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

მემორიალთან გვირგვინით პატივი მიაგრეს დაღუპულებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს.

2025 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროს სერჟანტ რაულ იასაღაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები. მემორიალთან პატივისცემის ნიშნად, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცეს, რაც სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მხარდაჭერის სიმბოლოა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო: ჯვრის ძალა და სიყვარულის გზაზე ყოფნა. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ