გერმანული მონასტრის იღუმენი: დღევანდელი არეულობა მართლადიდებლობაში - ეშმაკის ქმედებაა

2824
31 მაისი 2025 15:31
7
ტროიცკის მონასტრის წინამძღვარი ბუხჰაგენში სქიარქიმანდრიტი იოანე. ფოტო: СПЖ ტროიცკის მონასტრის წინამძღვარი ბუხჰაგენში სქიარქიმანდრიტი იოანე. ფოტო: СПЖ

სქიარქიმანდრიტმა იოანემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი გაყოფა მართლმადიდებლობაში სატანის განსაკუთრებული „ყურადღებით“ აიხსნება.

გერმანიის ბუჰაგენში ბულგარეთის ეკლესიის სამების მონასტრის წინამძღვარმა სქიარქიმანდრიტმა იოანემ გერმანიის  მჟკ-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ამჟამინდელ გაყოფაზე მსოფლიო მართლმადიდებლობაში.

სქიარქიმანდრიტი კატეგორიულად არ დაეთანხმა კითხვას, რომ დღევანდელი არეულობა უძველეს მართლმადიდებლურ ქვეყნებში  მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო არგუმენტია.

 „დევნა და არეულობა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, აგრეთვე მართლმადიდებელ ეკლესიაში აქ, გერმანიაში და მთელ მსოფლიოში სულაც არ არის მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო არგუმენტი. პირიქით, მართლმადიდებლობა, წმინდა გადმოცემისადმი ერთგულების წყალობით, საშუალებას გვაძლევს, რომ გავიაზროთ და განვამტკიცოთ ცხოვრების ღვთივბოძებული ფუნდამენტური სტრუქტურები, მჭიდროდ გავერთიანდეთ სიცოცხლის მარადიულ წყაროსთან, ღმერთთან, წმინდა სამებასთან,  ვიმოქმედოთ და ვიღვაწოთ საღმრთო მცნებებით ცხოვრების გზაზე“, - განაცხადა სქიარქიმანდრიტმა.

მართლმადიდებლობაში არეულობაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მართლმადიდებელი ქვეყნებისადმი არის მიმართული ბნელ ძალთა განსაკუთრებული ყურადღება.

„სად შეიძლება ეშმაკს ჰქონდეს იმაზე მეტი საქმე, რაც ჭეშმარიტ ეკლესიაშია? რის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს მან უფრო მძაფრად, ვიდრე ჭეშმარიტების გზისა და ცხოვრების წინააღმდეგ?“, - კითხვა დაუსვა მან მჟკ-ს ჟურნალისტს.

„მართლმადიდებლობა არა მარტო დოქტრინული აბსტრაქტული ჭეშმარიტებაა, არა მარტო კანონი ან მორალია, არა მარტო „დენომინაციაა“ მრავალთა შორის, ის შეიცავს თავად ღმერთკაცურ საიდუმლოებას. მართლმადიდებლობა ამ თავისი ჭეშმარიტი აზრით არსობრივად სცილდება იმ ყველაფრის ფარგლებს, რისი სწავლაც შეიძლება, რაც შეიძლება შეიმეცნო ან გააკეთო. მართლმადიდებლობა არ არის სწავლება, არ არის კონფესია, არ არის წესების ნუსხა, ეს არის ცოცხალი ურთიერთობები, ცხოვრება ღვთისგან და ღვთისთვის, ღმერთში მყოფობა“, - ხაზი გაუსვა სქიარქიმანდრიტმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე  ბუჰაგენის სამების მონასტრის ბერები ყვებოდნენ , რომ ევროკავშირში მართლმადიდებლობა ანტიქრისტეს მბრძანებლობას ეწინააღმდეგება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ