კრასილოვში მეუ-მ აღდგომის ტაძარი მიიტაცა
მეუ-ს კლირიკოსებმა ბოქლომები გატეხეს და ეკლესიაში შეიჭრნენ.
2025 წლის 15 მაისს ბოევიკებმა და მეუ-ს კლირიკოსებმა უმე-ს აღდგომის ტაძრის ბოქლომები გატეხეს და ტაძარი მიიტაცეს. მიტაცების ტრანსლაციას ფეისბუქზე აწარმოებდა ერთ-ერთი მორწმუნე ქალბატონი.
კადრებში ჩანს, რომ დილის 8 საათისთვის ტაძრის კარი უკვე შემტვრეული იყო. უმე-ს ერთ-ერთი კლირიკოსი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ბოევიკებმა საგანგებო ილეთით იატაკზე დააგდეს. მას ტელეფონიც წაართვეს, რომლითაც ტაძრის გატეხვის პროცესი იყო გადაღებული.
მეუ-ს ერთ-ერთმა „მღვდელმა“ წინამძღვარს ვიტალი დუნეცს უხეშად კრა ხელი, საკურთხეველში შევიდა და დაიწყო შემოსვა „ლოცვისთვის“.
მიტაცების შემდეგ პოლიციამ დაბლოკა ტაძრის კარი და ტერიტორიაზე შემოსასვლელიც. ამ მომენტისთვის მრევლი იძულებული იყო ტაძრის გარეთ ელოცა.
შეგახსენებთ, რომ მეუ-ში კრასილოვის აღდგომის ტაძრის მიტაცებას 2023 წლიდან ცდილობენ. მხოლოდ წელს მიტაცების სამი მცდელობა იყო. 2023 წლის აპრილში ხელისუფლების ორგანიზებით ეკლესიის გალავნის გარეთ უცნობი პირები შეიკრიბნენ. მაგრამ მორწმუნეები, რომლებმაც თავიანთი კანონიერი კრება ჩაატარეს და უმე-სადმი თავიანთი ერთგულება დაადასტურეს, იცავდნენ ტაძარს და რეიდერებს არ უშვებდნენ.
კრასილოვის მერი ოსტროვსკაია ტვ-ში ჩიოდა, რომ მღვდელს და მრევლს არ სურთ მეუ-ში გადასვლა: „სამწუხაროდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებს და მრევლს ნამდვილად არ სურთ მეუ-ში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ერთხელ შევხვედრილვარ მღვდელს და ვცდილობდი, რომ მას გადაეფიქრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნებაყოფლობით გადასვლა მაინც ვერ მოხერხდა“.