ჩერკასკის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს მოუწოდა მისულიყვნენ წმინდა ანდრიას ტაძრის დასაცავად
მღვდელმთავარმა მორმუნეებს მოუწოდა დაიცვან ეკლესია ქალაქის ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან და შეახსენა, რომ წმინდა ანდრიას ტაძარი ეპარქიის საკუთრებას წარმოადგენს.
2025 წლის 6 მაისს ჩერკასკის მიტროპოლიტი თეოდოსი გამოვიდა სასწრაფო მიმართვით, რომელიც ეხებოდა ჩერკასკში წმინდა ანდრიას ტაძრის მიტაცების მცდელობას. მღვდელმთავრის სიტყვებით, ტაძართან მივიდა ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ შენობის მიტაცებას, მიუხედავად იმისა, რომ ის უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის კანონიერ საკუთრებას წარმოადგენს.
თავის ემოციურ მიმართვაში მიტროპოლიტმა თეოდოსმა პირდაპირ მიმართა ჩერკასკის მერს ანატოლი ბონდარენკოს და მის თანაშემწეს იური ტრენკინს და მოუწოდა მათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, გადაწყვიტონ ქონებრივი საკითხები მხოლოდ სასამართლო ინსტანციების გზით.
„ეს არის იურიდიული პირის ჩერკასკის ეპარქიის საკუთრება. ეს არ არის რომელიმე სამრევლოს, არც ქალაქის, არც რელიგიური გაერთიანების საკუთრება“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა თეოდოსმა და აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და მორწმუნეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
. „ეს არ არის არანაირი გაერთიანების, არც ქალაქის, არც რელიგიური გაერთიანების, მითიურის, საკუთრება. ნუთუ თქვენ ამხელა თანამდებობებს იკავებთ ქალაქში და არ იცით კანონი? ნუთუ იუიდიული კონსულტანტები არ გყავთ? როგორ არ გყავთ. და თქვენ მშვენივრად იცით, რომ ახლა არღვევთ კანონს. და თუ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ოდესმე იბატონებს კანონი, თქვენ ციხეში აღმოჩნდებით“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.
მღვდელმთავარმა ყველა მორწმუნეს მოუწოდა მისულიყვნენ წმინდა ანდრიას ტაძართან მის დასაცავად. მან აგრეთვე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ მის, როგორც უმე-ს მღვდელმსახურის წინააღმდეგ ტარდება უამრავი სასამართლო პროცესი, იმ დროს, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები დაუსჯელი რჩება.
სიტუაცია წმინდა ანდრიას ტაძრის გარშემო ჯერ კიდევ დაძაბულია, კონფლიქტის მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს კომპრომისს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 28 აპრილს მიტროპოლიტმა თეოდოსმა განაცხადა, რომ ჩერკასკის ხელისუფლება ამზადებს დანაშაულს უმე-ს წინააღმდეგ.