ქსელში აჩვენეს, თუ როგორ ეხმარებოდა ვერხნი სტანოვცში პოლიცია რეიდერებს
პოლიციელები უმე-ს მორწმუნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
2025 წლის 12 აპრილს პოლიციის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებოდნენ მეუ-ს რეიდერებს ბუკოვინის სოფელ ვერხნი სტანოვცში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიტაცებაში. როგორც უმე-ს ჩერნოვიცკის ეპარქიის მრევლი ფეისბუქზე წერდა, ზოგიერთი პოლიციელი ფიზიკურადაც უსწორდებოდა მორწმუნეებს.
მართლმადიდებელ ბუკოვინელთა ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ამჟღავნებს სრულ უმოქმედობას ტაძრის ტერიტორიაზე მეუ-ს წარმომადგენელთა უკანონო შეღწევის დროს.
მეტიც, სამართალდამცავები უბრალოდ ხელს კი არ უშლიან, არამედ ფაქტიურად ტაძრის კარის მტვრევის ნებას რთავენ. შენგრევის შემდეგ პოლიცია ქმნის ცოცხალ დერეფანს, რომლის საშუალებით უშვებს ტაძარში მეუ-ს მომხრეებს და არ უშვებს უმე-ს მორწმუნეებს.
„პოლიციელები უმე-ს მორწმუნეთა წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას იყენებენ, - კომენტარს აკეთებენ მორწმუნეები. - უმე-ს მორწმუნეთა მისამართით სამართალდამცავთა მხრიდან ისმის უცენზურო ლექსიკა“.
მართლმადიდებელმა ბუკოვინელებმა აგრეთვე ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მიტაცებაში მონაწილეობდა ჩერნოვიცკის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს პრევენციული მოღვაწეობის სამმართველოს უფროსი სვიატოსლავ კიშლარი. ის მეუ-ს წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთი პირველი შევიდა სოფელ ვერხნი სტანოვცის უმე-ს ტაძრის ტერიტორიაზე შტურმის დროს.
სვიატოსლავ კიშლარი ადრე შემჩნეული იყო ჩერნოვიცკის ეპარქიის საკათედრო ტაძართან, სადაც მორწმუნეები უკვე მრავალი დღეა ახორციელებენ ლოცვით დგომას ძალადობრივი მიტაცების საფრთხის გამო. კიშლარი აგრეთვე პირადად ესწრებოდა ზადუბროვკში უმე-ს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის მიტაცებას და იყენებდა ძალას მიხალჩში უმე-ს მიძინების ტაძრის მრევლის მიმართ.
როგორც მჟკ წერდა, ვერხნი სტანოვცში მეუ-მ პოლიციის დახმარებით მიიტაცა უმე-ს ტაძარი.