საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის წარდგენა გაიმართა

25 დეკემბერი 2025 12:37
315
პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „წმიდა ოთხთავი მოქვის სახარების ილუსტრაციებით" - წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.

ოთხთავის ტექსტი ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოთხთავის გამოცემით. ზოგადად, აუცილებელია ქართველი კლასიკოსების იმ ნაწარმოებების თარგმნა რუსულად და აფხაზურად, რომლებშიც აფხაზეთია ნახსენები. ასევე რუსულად უნდა ითარგმნოს აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, რომელიც ქართული საკათალიკოსოს ისტორიაა. ზვიად გამსახურდიამ ანდრეი სახაროვთან პოლემიკაში აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი ინგლისისო. როგორც ძველად იტყოდნენ - მომავალ წელს იერუსალიმში, ზუსტად ასე - მომავალ წელს აფხაზეთში“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ