დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა

2824
22 დეკემბერი 2025 14:41
9
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

დაჯილდოება ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, მიტროპოლიტ გერასიმეს მიერ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

ამა წლის 19 დეკემბერს, წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი.

დაჯილდოება დეკანოზ გიორგი ვაჩეიშვილის მრავალწლიანი თავდადებული სამღვდელო მსახურებისა და სამრევლოს სულიერ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად გაიმართა. მიტროპოლიტმა გერასიმემ სიტყვით მიმართა სასულიერო პირებსა და მრევლს, მიულოცა დეკანოზ გიორგი ვაჩეიშვილს მაღალი საეკლესიო ჯილდოს მინიჭება და წარმატებები უსურვა მომავალ სამღვდელო მსახურებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 22 დეკემბერს აღინიშნება მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ