ფიჭვნარის მამათა მონასტერში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი იკურთხება
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მიტროპოლიტი იობი აღასრულებს.
ხვალ, 17 დეკემბერს, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ღვთისმსახურებას აღასრულებს ფიჭვნარის მამათა მონასტერში.
მსახურების ფარგლებში იკურთხება წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ახლად აგებული ტაძარი.
სადღესასწაულო მსახურება დაიწყება 09:00 საათზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09