მღვდელმთავრებმა მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა დღეს ახლად გარდაცვლილი მიტროპოლიტი სერეაფიმესთვის პანაშვიდი აღასრულეს.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა ახლაგარდაცვლილი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„შეივედრე, მაცხოვარ, და აცხოვნე სული მიცვალებულისა მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მართალთა თანა განუსვენე, დიდისაებრ წყალობისა შენისა“, — ვკითხულობთ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახენებთ რომ 2025 წლის 4 ნოემბერს ღვთივ მიიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა).
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს.