ზუგდიდის ვლაქერნის ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ დიაკონი აკურთხა
წირვის ჟამს მიტროპოლიტმა მედავითნე ზაზა წულაიას დიაკვნად აკურთხა.
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიის განმავლობაში, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ტაძრის მედავითნე ზაზა წულაია დიაკვნად იქნა ხელდასხმული და სახელად ზაქარია ეწოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საღოლაშენში ახალაშენებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი იკურთხება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ