სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი საკვირაო ლიტურგიას ჩაატარებს
საღვთო მსახურების შემდეგ იგეგმება ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის კონცერტი ხაშურის სამუსიკო სკოლაში.
7 დეკემბერს, ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საკვირაო საღვთო ლიტურგიას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი სვიმეონი აღავლენს.
ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
საღმრთო მსახურების დასრულების შემდეგ, 14:00 საათზე, ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართება ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის კონცერტი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ანჩისხატის გუნდის მიერ ხალხური სიმღერის შესწავლისას დიდი ყურადღება ეთმობა მისი შესრულების ტრადიციული მანერის, ბგერწყობისა და ინტონირების ავთენტურობის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი გამოარჩევს ანჩისხატელების ნამღერს სხვა გუნდების საშემსრულებლო სტილისგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული მაგალითი ანჩისხატის გუნდისთვის უკვე არსებობდა, ედიშერ გარაყანიძის ანსამბლ "მთიების" სახით, რომელიც ხალხური სიმღერის ავთენტურ, სოფლურ მანერაში მღერის სცენაზე დამკვიდრების მოთავეა. ეს უდავოდ ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო ანჩისხატელებისთვის. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ანჩისხატის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მრავალი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებასა და მათი საშემსრულებლო მანერის განსაზღვრაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია იღუმენ ექვთიმე ახალაიას დაბადების დღეს ულოცავს.