რუის-ურბნისის ეპარქიამ მიტროპოლიტ ილარიონს ანგელოზის დღეს მიულოცა
ეპარქიის ოფიციალურმა გვერდმა სიყვარული, პატივისცემა და კეთილი სურვილები მიუძღვნა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტს.
რუის-ურბნისის ეპარქია დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ ილარიონს, ღირსი ილარიონ ქართველის ხსენების დღეს.
„ვულოცავთ მიტროპოლიტ ილარიონს ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ,“ — აღნიშნულია ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ღირს ილარიონ ქართველს. ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.