ახალი ბანას ცენტრში ირაკლი გაგნიძის სახელობის სამკითხველო სივრცე გაიხსნა

29 ნოემბერი 2025 14:24
99
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი გიორგი კეკელიძესთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი გიორგი კეკელიძესთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი

პარტნიორების მხარდაჭერით მოწყობილი ახალი სივრცე ბანას დიდი ბიბლიოთეკის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ახალი ბანას სამონასტრო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ირაკლი გაგნიძის სახელობის სამკითხველო სივრცე. ახალი ბანას ბიბლიოთეკის წიგნათა მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრს კომპანია „ბიბლუსმა“ გადასცა, რითაც პროექტის განხორციელებაში არსებითი მხარდაჭერა გაუწია.

ახალი სივრცე დროებითი სამკითხველო გარემოა, რომელიც ფუნქციონირებს ბანაში დაგეგმილი, მრავალსართულიანი და მრავალფლიგელიანი დიდი ბიბლიოთეკის აღდგენამდე. მომავალ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ ფლიგელს ირაკლი გაგნიძის სახელი მიენიჭება.

ახალი ბანას ბიბლიოთეკის შექმნის იდეას უკვე მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია შეუერთდა. ეპრქიის წარმომადგენლები მადლობას უხდიან პარტნიორებს წიგნების გადაცემისთვის და მხარდაჭერისთვის.

ამ ეტაპზე სამკითხველო სივრცეში თავმოყრილია როგორც ქართულ, ისე უცხოენოვანი ლიტერატურა. მომავალში კი, ახალი ბანას ცენტრალური ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებას მშენებლობაში მონაწილე პირებისა და ორგანიზაციების სახელები დაერქმევა.

კითხვის მოყვარულებს ახალი ბანა უკვე გელოდებათ მყუდრო, კეთილმოწყობილ და შემეცნებით გარემოში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას ტაძრის შესახებ სტუდენტური-სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ