ახალმა ბანამ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს უმასპინძლა

27 ნოემბერი 2025 19:58
171
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონის (ცაკაშვილი) ინიციატივით წარმატებით გაიმართა სკოლებს შორის ტურნირი.

ახალი ბანას ტერიტორიამ უმასპინძლა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ინიციატივით, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული ფედერაციისა და ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. სპორტული შეჯიბრება განხორციელდა მოტივაციის გაზრდისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სიმბოლური და სახელობითი საჩუქრები გადაეცათ, რაც მათთვის დამატებითი სტიმული გახდა.

ახალი ბანა კვლავაც გეგმავს ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა მოზარდებს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ